„როიტერი“ - პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან ნატო-ს წვრთნები ჩატარდა
„როიტერი“ - პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან ნატო-ს წვრთნები ჩატარდა

პოლონეთში, ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან ნატო-ს ძალების წვრთნები ჩატარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, სამხედრო მანევრები სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობა აქვს. სუვალკის დერეფანი აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვას, იმავდროულად, ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

სამხედრო წვრთნაში სახმელთო და საჰაერო ძალების ორი ათასი სამხედრო მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო და ლოგისტიკური ტექნიკის ათასი ერთეული. წვრთნებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი დაესწრო.

„ჩვენ გავდივართ წვრთნებს, რომლებიც ჩვენი სამხედროების ამჟამინდელ ამოცანებს უკავშირდება. ეს წვრთნები ჩამოყალიბებულია ჩვენი გამოცდილების საფუძველზე და ასევე უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ვიცით, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი და რა მეთოდებს იყენებს უკრაინის არმია ეფექტიანი თავდაცვისთვის“, – განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა.