„როიტერი“ - პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები კალინინგრადთან მდებარე სუვალის დერეფანში ჩავიდნენ, რომელიც ევროპაზე რუსეთის პოტენციური დარტყმის წერტილად მიიჩნევა
„როიტერი“ - პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები კალინინგრადთან მდებარე სუვალის დერეფანში ჩავიდნენ, რომელიც ევროპაზე რუსეთის პოტენციური დარტყმის წერტილად მიიჩნევა

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები კალინინგრადთან მდებარე სუვალის დერეფანში ჩავიდნენ, რომელიც ევროპაზე რუსეთის პოტენციური დარტყმის წერტილად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

104 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია რუსეთის ექკსლავ კალინინგრადს და ბელარუსს ესაზღვრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლონეთსა და ლიეტუვას შორის საზღვარი გადის.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა, ნატო-სთვის სუვალის დერეფანი უკიდურსად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

„ე.წ. სუვალის დერეფანი უკიდურესად მნიშვნელოვანი ადგილია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ეს მონაკვეთი ერთმანეთისგან მიჯნავს კალინინგრად, რუსეთის ფედერაციის ექსკლავს და ბელარუსს. არაფერია დასამალი იმაში, თუ რატომ იცავენ მას ნატოს შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

მისი თქმით, მრავალი ადამიანი პოლონეთში, ლიეტუვასა და მთელ მსოფლიოში სვამს კითხვას, არის თუ არა სუვალის დერეფანი უსაფრთხო ადგილი.

„ბატონებო და ქალბატონებო, ბატონ პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩამოვიდეთ აქ, რათა ვაჩვენოთ, რომ აქ უსაფრთხოა“, – აღნიშნა დუდამ.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქმედებები და გეგმები უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით ემთხვეოდეს და რმ უფრო მეტი შესაძლელობები,მეტი გეგმები და მეტი წვრთნები იყოს, რომ აბსოლუტურად არანაირი ეჭვი არ იყოს, რომ ტერიტორიის ეს ნაწილი არის დაცული და უსაფრთხო“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

გასულ კვირას სუვალის დერეფნის რაიონში ნატო-ს მასშტაბური თავდაცვითი სამხედრო სწავლება გაიმართა აშშ-ისა და და ბრიტანეთის ძალების მონაწილეობით.