„როიტერი“ - პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს დაესხმებიან ნატო-ში გაწევრიანებამდე
„როიტერი“ - პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს დაესხმებიან ნატო-ში გაწევრიანებამდე

პოლონეთი დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს დაესხმებიან ნატო-ში გაწევრიანებამდე. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან სიგნალად მიაჩნია.

„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ გაწევრიანების პროცესის დროს, შვედეთზე ან ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.