„როიტერი“ - მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია
ახალი კორონავირუსით მოსკოვში იმაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, რომელიც მოსკოვში მდებარე ოთხი კერძო კლინიკის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ბევრად მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია მითითებული.
ქვეყნის კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებში არ შედიან ისინი, ვისაც არ აქვს სიმპტომები, არ ჰქონია დადასტურებული კონტაქტი ინფიცირებულთან და არც ახლო წარსულში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მათი მონაცემებით, რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაახლოებით 6000 ასიმპტოპური შემთხვევაა დაფიქსირებული. კომერციული ტესტები რუსეთში მარტის შუა რიცხვებიდან ტარდება და მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც უფასო სახელმწიფო ტესტირება არ ეკუთვნის.
ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში ინფექციის გავრცელების დონე 0.1%-ია, თუმცა კერძო ლაბორატორიების ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება 1-დან 5%-მდე იყოს.