„როიტერი“ - „მაკდონალდსმა“ რუსეთში შესაძლო ბრენდული სახელები დაარეგისტრირა იმ ფირმისთვის, რომელიც მისი სწრაფი კვების რესტორნებს დაიკავებს
„როიტერი“ - „მაკდონალდსმა“ რუსეთში შესაძლო ბრენდული სახელები დაარეგისტრირა იმ ფირმისთვის, რომელიც მისი სწრაფი კვების რესტორნებს დაიკავებს

„მაკდონალდსმა“ რუსეთში შესაძლო ბრენდული სახელები დაარეგისტრირა იმ ფირმისთვის, რომელიც მისი სწრაფი კვების რესტორნებს დაიკავებს. სახელებს შორისაა Fun and Tasty და The Same One. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

კომპანიამ პარასკევს განაცხადა, რომ სავაჭრო ნიშნები რუსულ სააგენტო „როსპატენტში“ დაარეგისტრირა და სავარაუდო სახელებს შორის ასევე მოიაზრება Just Like That და Open Checkout.

მსოფლიოში უმსხვილესი ბურგერების ქსელი, რომელსაც რუსეთში 850-მდე რესტორანი აქვს, მის ადგილობრივ ლიცენზიას ყიდის უკრაინაში რუსული სამხედრო შეჭრისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ.

კომპანიის მფლობელობაში არსებული რესტორნები იყიდება ალექსანდრ გოვორზე, რომელიც 25 რესტორნის ფრენჩაიზის ოპერაციას მართავს.