„როიტერი“ - ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული
„როიტერი“ - ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული

ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს ანჯელესიდან 40 მილის დაშორებით გაჩნდა. ძლიერმა ქარმა კი ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.

კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, საფრთხე ემუქრება 3500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.

კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე სწრაფად გავრცელებული ხანძრის, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო. ქალაქ ვენტურას ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა თხოვნა მოსახლეობისადმი, შეზღუდონ წყლის მოხმარება, რათა მეხანძრეებს საკმარისი წყალი ჰქონდეთ ცეცხლის ჩასაქრობად. ხანძრის გამო ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლა დახურულია.