„როიტერი“ - კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება ისტორიული გამარჯვებითა და რონალდოს მაისურით აიხდინა
კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება ისტორიული გამარჯვებითა და რონალდოს მაისურით აიხდინა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„საქართველოს თილისმამ, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის საუკეთესო წარმოდგენა გამართა თავისი ქვეყანა ევრო 2024-ის მეთექვსმეტედფინალში პორტუგალიასთან ისტორიული 2-0 მოგებით, რომელიც შთაგონებული იყო მისი ბავშვობის გმირის, კრიშტიანო რონალდუს სიტყვით. კვარაცხელიამ ორ წუთში გაიტანა გოლი და გააოცა ევროპის ყოფილი ჩემპიონები, შემდეგ კი სენსაციური დრიბლინგის ჩვენება მოახერხა“, – წერს „როიტერი“.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.