„როიტერი“ - „კოვიდ-19“ ჩინეთში შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა
„როიტერი“ - „კოვიდ-19“ ჩინეთში შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა

„კოვიდ-19“ შესაძლოა, ჩინეთში გასული წლის აგვისტოში გავრცელდა, – ინფორმაციას „როიტერი“, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა სატელიტით გადაღებულ ფოტოებსა და იმ დროისთვის საძიებო სისტემაში ხშირად მოძიებულ სიტყვებს ეყრდნობა. როგორც „როიტერი“ წერს, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევაში წერია, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში, იმ საავადმყოფოსთან, სადაც ოფიციალური ინფორმაციით ვირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა, აგვისტოს თვეში გაზრდილი იყო მიმართვიანობა. კვლევის თანახმად, მიმართვიანობის გაზრდაზე სატელიტით გადაღებული საავადმყოფოს ავტოსადგომის ფოტოები მეტყველებს. ასევე, დროის ამ პერიოდში ადამიანები საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა „გაციება“ და „დიარეა“.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. „როიტერი“ წერს, რომ კვლევას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სასაცილო უწოდა.