„როიტერი“ - კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რეკორდული სიცხის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე 233 ადამიანი გარდაიცვალა
კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე 233 ადამიანი გარდაიცვალა.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დბრიტანეთის კოლუმბიაში 46°C-ს აღემატება.
ორშაბათს რეკორდული სიცხის გამო, პროვინციაში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა.
კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს კანადაში 1937 წელს, სასკაჩევანში მიაღწია, როდესაც ტემპერატურამ 45°C შეადგინა.