„როიტერი“ - ისრაელის მხრიდან რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ისრაელის მხრიდან რაფაჰზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დრომდე დაუზუსტებელია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორში მყოფი მედიკოსები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ღაზის დასავლეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი პირი დაიღუპა.
ისრაელის მხარის განცხადებით, ისინი განაგრძობენ შეტაკებებს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში. მანამდე კი ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ მათ კონტროლი დაამყარეს ღაზა-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბუფერულ ზონაზე.