„როიტერი“ – ისრაელის მხრიდან რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
Palestinians make their way as they inspect the damages after Israeli forces withdrew from a part of Jabalia refugee camp, following a raid, in the northern Gaza Strip, May 30, 2024. REUTERS/Osama Abu Rabee
ისრაელის მხრიდან რაფაჰზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დრომდე დაუზუსტებელია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორში მყოფი მედიკოსები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ღაზის დასავლეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი პირი დაიღუპა.
ისრაელის მხარის განცხადებით, ისინი განაგრძობენ შეტაკებებს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში. მანამდე კი ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ მათ კონტროლი დაამყარეს ღაზა-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბუფერულ ზონაზე.