„როიტერი“ - ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება, რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი თითქმის 2%-ით გაძვირდა
„როიტერი“ - ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება, რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი თითქმის 2%-ით გაძვირდა

„როიტერის“ ცნობით, ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება, რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი თითქმის 2%-ით გაძვირდა.

ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 91,45 დოლარს. ხოლო დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასი კი 88,32 დოლარს შეადგენს.

როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ფინანსური ანალიტიკოსები ამბობენ, ბაზარზე მოთამაშეები შეშფოთებული არიან კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ზრდის გამო, რა მიზეზითაც ნავთობზე ფასები იზრდება.

„როიტერი“ ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ ღაზის სექტორში დაძაბულობის ზრდის პარალელურად, სპარსეთის ყურეს ქვეყნების საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ვარდნა დაფიქსირდა.