მედიის ინფორმაციით, გერმანიის სამხრეთ ნაწილში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა
გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ბავარიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. კატასტროფის შედეგად რამდენიმე ვაგონი გადატრიალდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ.
როგორც „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
მატარებელი მიუნხენის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ, სარკინიგზო ხაზი კი დაკეტილია.