„როიტერი“ - „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას განაგრძობს ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად
რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას განაგრძობს ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის მოცულობამ პირველ მაისს 97,2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც მეტია წინა დღის მაჩვენებელთან – 71.7 მილიონ კუბურ მეტრთან შედარებით.
ამასთან, სააგენტო „როიტერი“ არ აკონკრეტებს, რომელ ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება რუსული გაზი.