„როიტერი“ – „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას განაგრძობს ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად

15:43, 01.05.2022

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას განაგრძობს ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის მოცულობამ პირველ მაისს 97,2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც მეტია წინა დღის მაჩვენებელთან – 71.7 მილიონ კუბურ მეტრთან შედარებით.

ამასთან, სააგენტო „როიტერი“ არ აკონკრეტებს, რომელ ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება რუსული გაზი.

მსგავსი