„როიტერი” - გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი კონსერვატიულ პარტიასთან შედარებით 18 პუნქტით გაიზარდა
Opinium-ის გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანეთში კონსერვატორები ლეიბორისტებს 18 ქულით ჩამორჩებიან. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მმართველ კონსერვატიულ პარტიასთან შედარებით, 18 პუნქტით გაიზარდა.
Opinium Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლეიბორისტებმა მიიღეს ხმების 43%, კონსერვატორებმა კი – 25%.
Opinium-მა აღნიშნა, რომ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლეიბორისტები ლიდერობდნენ ეკონომიკურ საკითხებში, მათ შორის საჯარო სერვისების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის მართვაში.
ამასთან, „თაიმსისთვის” გამოკითხვა ჩაატარა YouGov-მა, რომლის შედეგადაც, ლეიბორისტებს 30-პუნქტიანი უპირატესობა აქვთ.
დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.