„როიტერი“ - გაერო-ს უმაღლეს სასამართლოში პალესტინის წარმომადგენლების მიმართვას განიხილავენ, რომლებიც ისრაელის მიერ მათი ტერიტორიის ოკუპაციის უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ
აშშ და რუსეთი გაერო-ს უმაღლეს სასამართლოში ისრაელის ოკუპაციის შესახებ ისაუბრებენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ცნობით, აშშ და რუსეთი გაერო-ს უმაღლეს სასამართლოში, რომელიც განიხილავს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების დაკავების კანონიერებას, არგუმენტებს წარმოადგენენ.
ისრაელმა, რომელიც არ იღებს მონაწილეობას, განაცხადა, რომ სასამართლოს ჩართულობა შეიძლება საზიანო იყოს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის მოგვარების მისაღწევად.
პალესტინის წარმომადგენლებმა სთხოვეს მოსამართლეებს, გამოეცხადებინათ ისრაელის მიერ მათი ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოდ და განაცხადეს, რომ ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსამართლეებს, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდებათ, რათა გამოაცხადონ თავიანთი დასკვნა.