ფილადელფიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა შორის ორი წლის ბავშვი და ოთხი მოზარდია. დაჭრილია მცირეწლოვნის დედაც. ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ქუჩაში, დაწყებითი სკოლის მიმდებარედ ადგილობრივი დროით 18 საათისთვის მოხდა. თუმცა, როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ინციდენტი უფრო ადრე დაიწყო.
მედიის ცნობით, დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.