„როიტერი“ – ფილადელფიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

09:46, 24.02.2023

ფილადელფიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა შორის ორი წლის ბავშვი და ოთხი მოზარდია. დაჭრილია მცირეწლოვნის დედაც. ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა ქუჩაში, დაწყებითი სკოლის მიმდებარედ ადგილობრივი დროით 18 საათისთვის მოხდა. თუმცა, როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ინციდენტი უფრო ადრე დაიწყო.

მედიის ცნობით, დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი