„როიტერი“ - ენტონი ბლინკენი ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის უახლოეს კვირებში გაემგზავრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ.
მათივე თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ბლინკენის ვიზიტზე რაიმე გეგმის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს.
„სახელმწიფო მდივნისთვის ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი მოგზაურობა, რომელზეც განვაცხადებთ. ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიგეგმება მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
ბლინკენი ჩინეთში თებერვალში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო გადადო.