„როიტერი“ - ემანუელ მაკრონმა სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ახალი აპლიკაციის შექნის შესახებ გამოაცხადა
„როიტერი“ - ემანუელ მაკრონმა სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ახალი აპლიკაციის შექნის შესახებ გამოაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ახალი აპლიკაციის შექნის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დღეს ბულინგი კვლავ გრძელდება სკოლებში, სოციალურ ქსელებში, რაც მოსვენებას არ აძლევს მსხვერპლს“, – აღნიშნა მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ამას გარდა, საფრანგეთის ლიდერმა წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების ელექტრონულ მოწყობილობებზე მშობელთა კონტროლის გაფართოებას.

„ჩვენ შევცვლით კანონს, რათა მშობელთა კონტროლი უფრო ეფექტიანი გავხადოთ ბავშვების მიერ გამოყენებულ ყოველ ტელეფონზე, კომპიუტერსა და ტაბლეტზე ავტომატური ინსტალირებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ემანუელ მაკრონის ინიციატივით, საფრანგეთში სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ ცხელი ხაზი ამოქმედდა.