„როიტერი“ - ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა მიაღწიეს შეთანხმებას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების შესახებ
„როიტერი“ - ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა მიაღწიეს შეთანხმებას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმებას მიაღწიეს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები და საწყისები ერთობლივი ინიციატივებისთვის“, – ციტირებს გამოცემა წყაროს.

ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს რამდენიმე საათის წინ შეხვდა.

„ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ დიდი საქმეების მიღწევა ევროპისთვის“, – დაწერა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში.

მერცმა ასევე მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს მეგობრობისთვის და გერმანულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი ნდობისთვის. გერმანელმა პოლიტიკოსმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე.