პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებს ვეღარ გადასცემენ

18:56, 18.11.2026

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაულო რანჯელის განცხადებით, პორტუგალია უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებს ვეღარ გადასცემს.

მაღალჩინოსანმა ამის მიზეზად საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცისა და საზღვაო ტერიტორიის დაცვის საჭიროება დაასახელა.

ამასთან, პაულო რანჯელმა პილოტების გადამზადებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების კუთხით თანამშრომლობა არ გამორიცხა.

„F-16 თვითმფრინავების მიწოდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხოლო წვრთნა სხვა საკითხია. მართლაც, პორტუგალიურმა ჯგუფებმა ადრე ჩაატარეს უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16-ების მართვაში და შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა პაულო რანჯელმა.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან და შეიარაღებულ ძალებთან განიხილავს.

მსგავსი