ესპანეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო რამდენიმე სკოლის ევაკუაცია მოხდა

18:28, 18.11.2026

ესპანეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო რამდენიმე სკოლის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

კერძოდ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ გალისიაში ათზე მეტი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ელექტრონული ფოსტით მიღებული ცრუ შეტყობინებები იყო, რომლებშიც სკოლებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ იუწყებოდნენ.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები უშუალოდ სკოლებს გაეგზავნა.

სპეციალიზებულმა პოლიციის დანაყოფებმა სკოლებში შემოწმება ჩაატარეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სხვა საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

მსგავსი ელექტრონული წერილები მიმდინარე თვეში შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და იტალიის სკოლებმაც მიიღეს. იტალიაში 300-ზე მეტი სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი