დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ტრამპისა და პუტინის ბოლო ორმხრივი შეხვედრა 2025 წლის აგვისტოში, ალასკაში გაიმართა.
ცნობისთვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, საერთო ფოტოს გადაღებამდე, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს თავად მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა.