„როიტერი“ - ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს
ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების სრულად გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. როგორც „როიტერი“ წერს, ასეთ პროგნოზს მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკულ ინსტიტუტში აკეთებენ.
მათივე პროგნოზით, ვირუსი პიკს 1-ელი აპრილისთვის მიაღწევს და ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 322 ათასი იქნება. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკული ინსტიტუტის პროგნოზით, ვირუსით ქვეყნის მესამედი იქნება დაავადებული.
უპრეცედენტო საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანამ უმკაცრესი კოვიდრეგულაციები ცოტა ხნის წინ გააუქმა და ამჟამად ინფიცირების მწვავე ზრდა შეინიშნება.