ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ქვეყანაში ლაბორატორიებზე ზედამხედველობა გამკაცრდება.
როგორც „როიტერი“ წერს, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები ვალდებულნი იქნებიან, გაამკაცრონ კონტროლი ლაბორატორიებში ვირუსების ნიმუშებისა და შტამების ტრანსორტირებაზე, როგორც ლაბორატორიებს შიგნით, ასევე მათ გარეთ.
ადგილობრივი მთავრობები ვალდებულნი იქნებიან აკრძალონ ახალი კორონავირუსის შტამებისა და ნიმუშების ყოველგვარი არაავტორიზებული ტრანსპორტირება. მათ ასევე მოეთხოვებათ, ცენტრალური ჯანდაცვის უწყებებს აცნობონ ნებისმიერი ვირუსის ნიმუშის ლაბორატორიებს შორის ტრანსპორტირების შესახებ.