„როიტერი“ - ჩინელმა მაღალჩინოსნებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს დახმარება, რომ შეაჩერონ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმები
ჩინელმა მაღალჩინოსნებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს დახმარება, რომ შეაჩერონ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმები.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვით მიაწოდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, პეკინსა და თეირანში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებსა და ჩინეთსა და ირანს შორის ვაჭრობაზე.
„ჩინეთი აცხადებს, თუ მათ ინტერესებს რაიმე სახის ზიანი მიადგება, მაშინ ეს გავლენას იქონიებს თეირანსა და ჩინეთის ბიზნესურთიერთობაზე. ჩინეთმა ირანს მოსთხოვა, რომ „ჰუსიტებს“ თავშეკავებისკენ მოუწოდოს“, – განუცხადეს ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“.
შეხვედრის შესახებ „როიტერმა“ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის ჰკითხა.
„ჩინეთი გულწრფელი მეგობარია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და მოწადინებულია რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის ხელშეწყობის, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისკენ“, – განუცხადა ვანგ იმ „როიტერს“.