„როიტერი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ აქციაზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
„როიტერი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ აქციაზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში სიტყვის გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ მიტინგმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.

„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ პალესტინელთა ათასობით მხარდამჭერის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.