აშშ-მა შესაძლოა, ბელარუსს სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ში ამჟამად სანქციების დაწესებას შვიდი ბელარუსი ჩინოვნიკისთვის განიხილავენ, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ 9 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში.
„როიტერის“ წყარო ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, სანქციები რუსეთსაც დაუწესოს, თუ ის ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევას ძალისმიერ მეთოდებით შეეცდება.