„როიტერი“ – აშშ-ში ბელარუსისთვის სანქციების საკითხს განიხილავენ

22:57, 01.09.2020

აშშ-მა შესაძლოა, ბელარუსს სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ამჟამად სანქციების დაწესებას შვიდი ბელარუსი ჩინოვნიკისთვის განიხილავენ, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ 9 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში.

„როიტერის“ წყარო ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, სანქციები რუსეთსაც დაუწესოს, თუ ის ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევას ძალისმიერ მეთოდებით შეეცდება.

მსგავსი