„როიტერი“ - აშშ-სა და ყატარს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ყატარი წარმოადგენს ვაშინგტონის დიპლომატიურ ინტერესებს ავღანეთში
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყატარს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ყატარი წარმოადგენს ოფიციალური ვაშინგტონის დიპლომატიურ ინტერესებს ავღანეთში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა ყატარელმა კოლეგა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.
„ყატარი ავღანეთში მდებარე მის საელჩოში შექმნის აშშ-ის ინტერესების სექციას, რათა უზრუნველყოს გარკვეული საკონსულო მომსახურება და დააკვირდეს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების დიპლომატიური ობიექტების მდგომარეობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბლინკენმა.