„როიტერი“ – აშშ-სა და ყატარს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ყატარი წარმოადგენს ვაშინგტონის დიპლომატიურ ინტერესებს ავღანეთში

22:29, 12.11.2021

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყატარს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ყატარი წარმოადგენს ოფიციალური ვაშინგტონის დიპლომატიურ ინტერესებს ავღანეთში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა ყატარელმა კოლეგა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

„ყატარი ავღანეთში მდებარე მის საელჩოში შექმნის აშშ-ის ინტერესების სექციას, რათა უზრუნველყოს გარკვეული საკონსულო მომსახურება და დააკვირდეს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების დიპლომატიური ობიექტების მდგომარეობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი