„როიტერი“ - აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას
აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს, შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე“, – ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.
„დღევანდელი ქმედებები არის ჩვენი მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯი, შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველზე მომარაგებაზე და მისი ეკონომიკა“, – განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დახმარებისთვის სანქციები დაუწესეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს, იონგ ჰიოკ რიმის, რომელიც დაკავშირებული იყო ევგენი პრიგოჟინთან, კერძო სამხედრო ორგანიზაციის, „ვაგნერის“ ლიდერთან.
სანქციები შეეხო ასევე ორ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას, მათ შორის „ოხრანას“, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებად კომპანია „გაზპრომს“ ეკუთნის.
რუსეთის საელჩოს სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.