„როიტერი“ - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო ვებდიზაინერის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელმაც, რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, ერთსქესიანთა ქორწინების აღსანიშნავი ვებგვერდის შექმნაზე უარი თქვა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კოლორადოში ვებდიზაინერის, ლორი სმიტის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც, რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინების აღსანიშნავი ვებგვერდის დიზაინის შექმნაზე.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს კონსერვატიულმა ფრთამ დაადგინა, რომ სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება საშუალებას აძლევს ბიზნესს, უარი თქვას, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინების რომელიმე სერვისის მომსახურებაზე.
კონსერვატორმა მოსამართლემ, ნილ გორსუჩმა გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ კანონი აიძულებს ვებდიზაინერს, მოიქცეს ისე, როგორც მას არ სჯერა, რაც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების უხეში დარღვევაა.
„კონსტიტუციის პირველი შესწორება ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იფიქროს და გამოხატოს საკუთარი აზრი თავისუფლად და არა ისე, როგორც ეს მთავრობას სურს“, – განაცხადა მოსამართლემ.
გადაწყვეტილება კატეგორიულად გააპროტესტეს სასამართლოს ლიბერალმა მომსამართლეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ პირველად ისტორიაში სასამართლომ უფლება მისცა ბიზნესს, უარი უთხრას მომსახურებაზე დაცული კლასის წარმომადგენლებს.