„როიტერი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე, ისრაელში შექმნილი პროგრამის საშუალებით, კიბერთავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე, ისრაელში შექმნილი პროგრამის საშუალებით, კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ბოლო თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა. უცნობმა ჰაკერმა სახელმწიფო დეპარტამენტის სულ მცირე ცხრა თანამშრომლის „აიფონის“ ტელეფონში შეძლო შეღწევა. აღნიშნული თანამშრომლები უგანდაში ან აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.
პროგრამას, რომლის საშუალებითაც ჰაკერმა მობილურ მოწყობილობაში შეაღწია, არამხოლოდ შეტყობინებების, ფოტოებისა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, არამედ გააჩნია ტელეფონის ჩამწერ მოწყობილობად გამოყენების შესაძლებლობა გარშემო არსებული ვითარების მონიტორინგისთვის.