„როიტერი“ - ალექსანდრ ლუკაშენკო წელს უკვე მეორედ სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო წელს მეორედ სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ლუკაშენკო პეკინში ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა.
„მოლაპარაკებები ბელარუსის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის პეკინში გაიმართება“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.
როგორც მედია იუწყება, დღის წესრიგშია სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.
მანამდე ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ბელარუსის მეგობრობა ურყევია და ორივე მხარემ მუდმივად უნდა გააძლიეროს პოლიტიკური ურთიერთნდობა და პარტნიორობა.