როგორი უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე - ევროპის საბჭომ რეკომენდაციები წარადგინა
როგორი უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე – ევროპის საბჭომ რეკომენდაციები წარადგინა.
პროექტის მიზანია, სახელისუფლებო მექანიზმების გაუმჯობესება და არსებულები სტანდრტების ეფექტიანი გამოყენება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის მიმართ გამოტანილი დასკვნა აღსრულდეს, ქართული მხარე ევროსაბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ზედამხედველობითი ორგანოს როლის გაძლიერება.
„ეს არის ახალი პროექტის დასაწყისი, რომელიც დაკავშირებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ამ სფეროში, ყველაზე მთავარი ორგანო გახლავთ საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გასულ წელს, კიდევ უფრო გაუფართოვდა საზედამხედველო ფუნქციები, ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა და ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, თანაბრად სასარგებლო იქნება. ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ჩვენი პარტნიორი, სხვა უწყებებთან ერთად, გახლავთ იუსტიციის სამინისტრო”, – განაცხადა კრისტიან ურსემ.