„როგორც კი სააკაშვილის საკითხი საქართველოს იურისდიქციის ნაწილი გახდება, პროცესში ჩავერთვებით“
სახალხო დამცველის განცხადებით, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს იურისდიქციის ნაწილი გახდება, ომბუდსმენი ამ პროცესში ჩაერთვება.
ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სახალხო დამცველი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მათ შორის, საზღვარგარეთ. შესაბამისად, როგორც კი ეს თემა გახდება სახალხო დამცველის ან საქართველოს იურისდიქციის ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.