როდ ლეივერი ნიკ კირგიოსის დასჯის მომხრეა
როდ ლეივერი ნიკ კირგიოსის დასჯის მომხრეა

ლეგენდარულ ავსტრალიელ ჩოგბურთელ როდ ლეივერს მიაჩნია, რომ მისი ახალგაზრდა თანამემამულე ნიკ კირგიოსი გამოსწორდება იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციას მიიღებს.

კირგიოსი ცნობილია თავისი სკანდალური საქციელით და რეზონანსული განცხადებებით, რის გამოც, ბევრჯერ მიუღია ჯარიმა.

„ყველაფერი, რაც აქამდე გამოიყენეს, არ მუშაობდა, ასე რომ, შესაძლოა, ერთადერთი გადაწყვეტილებაა – დისკვალიფიკაცია“, – ამბობს ლეივერი. – „დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ყველაფრისგან მან ყველაზე ოპტიმალური აირჩია. სამწუხაროდ, ასეთია ნიკი. მას შეეძლო გამხდარიყო დიდი ჩემპიონი თავისი ნიჭის წყალობით, მაგრამ გონება უშლის ხელს“.