ნოვაკ ჯოკოვიჩი - კირგიოსს კორტის მიღმა პატივს არ ვცემ
ნოვაკ ჯოკოვიჩი - კირგიოსს კორტის მიღმა პატივს არ ვცემ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაამხილა – როგორი დამოკიდებულება აქვს ავსტრალიელ ჩოგბურთელთან ნიკ კირგიოსთან, რომელსაც ხშირად გამოუყენებია სერბის მისამართით მწვავე განცხადებები.

„პატივს ვცემ მას იმ ჩოგბურთისთვის, რომელსაც თამაშობს. ვფიქრობ, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ადრე ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ ისეთი თვისებები გააჩნია, რომლის წყალობითაც ნებისმიერ მოთამაშის დამარცხება შეუძლია. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, კორტის მიღმა მას დიდად პატივს არ ვცემ. ამით დავხურავ ამ თემას. მართლაც არ მაქვს სხვა კომენტარი მასთან, და მის გამონათქვამებთან დაკავშირებით“, – განაცხადა რეიტინგის ლიდერმა.