რაფაელ ნადალი - თუ თამაშს გავაგრძელებ, ტრავმა კიდევ უფრო დამძიმდება #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - თუ თამაშს გავაგრძელებ, ტრავმა კიდევ უფრო დამძიმდება #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა უარი თქვა უიმბლდონის ნახევარფინალში თამაშზე. მეოთხედფინალში ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა – ესპანელს მუცლის კუნთი აქვს გაწყვეტილი. სამედიცინო შემოწმების შედეგების შემდეგ, ნადალმა 44-წუთიანი ვარჯიში ჩაატარა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება – აღარ გაეგრძელებინა უიმბლდონზე გამოსვლა.

„მთელი დღე ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე. თუ თამაშს გავაგრძელებ, ტრავმა კიდევ უფრო დამძიმდება. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ვერ შევძლებ ორი მატჩის მოგებას. არ შემიძლია ნორმალურად მოწოდება, უფრო მეტიც, ნორმალურად მოძრაობას ვერ შევძლებ მოწოდების დროს”, – განაცხადა ნადალმა.

რაფამ დაამატა, რომ ასეთი ტრავმის მკურნალობას 3-4 კვირა სჭირდება და უკვე ერთ კვირაში ის შეძლებს ვარჯიშების განახლებას, ოღონდ უკანა ხაზზე მოწოდების გარეშე. შესაბამისად, ის შეძლებს დაგეგმილი ტურნირების ჩატარებასა და აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლას.

რაფაელ ნადალს კარიერის განმავლობაში ტრავმის გამო „დიდი სლემის” 12 ტურნირი აქვს გამოტივებული, კიდევ სამჯერ ის ტურნირების მსვლელობისას გამოეთიშა ბრძოლას. მიუხედავად ამისა, სარეკორდო 22 ტიტული აქვს მოგებილი „დიდ სლემზე”.

ნადალის უარის გამო, ფინალში ნიკ კირგიოსი გავიდა. 27 წლის ავსტრალიელი პირველად ითამაშებს “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში. მისი მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბრიტანელი კემერონ ნორის მატჩში გაირკვევა.