ავსტრალიის ღია 2023 - ნიკ კირგიოსი ავსტრალიის ღიადან მოიხსნა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - ნიკ კირგიოსი ავსტრალიის ღიადან მოიხსნა #1TVSPORT

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს.

ტურნირიდან მოხსნის მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა.

„ცხადია, რომ ეს ყველაფერი ცუდ დროს მოხდა. მაგრამ ასეთია ცხოვრება. ტრავმები სპორტის ნაწილია. ეჭვი არ მეპარება, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები“, – განაცხადა ჩოგბურთელმა.

პირველ წრეში კირგიოსის მეტოქე უნდა ყოფილიყო რუსი რომან საფიულინი. ავსტრალიელს ძირითად ბადეში ამერიკელი დენის კუდლა შეცვლის.