რობოტმა სოფიამ პირველი ნაბიჯები გადადგა

ჰონგ-კონგში ბაზირებული დამწყები ბიზნესკომპანია Hanson Robotics-ის მიერ შექმნილმა რობოტმა, სახელად სოფიამ პირველი ნაბიჯები გადადგა. მეცნიერები მიღწევას ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.

სოფიამ უკვე მოიპოვა პოპულარობა ადამიანის მსგავსი შესაძლებლობების გამო. მეცნიერთა და ინჟინერთა მრავალეროვნულმა გუნდმა წარმატებით შექმნა რობოტის გარეგნობა და ალგორითმები, რაც გაცინების, თვალების დახუჭვის და აღქმის, ასევე კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

თვალის კამერები და მკერდზე დამაგრებული სამ განზომილებიანი (3D) სენსორები რობოტს მხედველობაში ეხმარება. პროცესორი, რომელიც რობოტის ტვინის ფუნქციას ასრულებს, აერთიანებს სახის და სიტყვის აღქმის უნარს, ბუნებრივი ენის დამუშავებას, საუბრის სინთეზს და მოძრაობის მართვის სისტემას.

„ჩვენი გუნდი ცდილობს გამოიყენოს სოფია ადამიანის მსგავსი ინტელექტის მისაღწევად. ესაა შემოქმედებითი უნარი, ოცნებისა და წარმოსახვის უნარი, ასევე თანაგრძნობა. გვსურს სოფია ადამიანებს დაეხმაროს სამედიცინო განაცხადების წარმოებაში, თერაპიაში, სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში, ასევე ქარხნებსა და საოჯახო საქმეებში“, – აცხადებენ Hanson Robotics-ში.

რობოტ სოფიას 9-12 იანვარს ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე წარადგენენ.