ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დახტის და სალტოს აკეთებს
ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დახტის და სალტოს აკეთებს

ყოველ ჯერზე, როდესაც რობოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქტების ამსახველ ახალ ვიდეოს აქვეყნებენ, ინტერნეტმომხმარებლები მოკრძალებულ, ხშირად კი თავზარდამცემ რეაქციებს გამოხატავენ.

კომპანია Boston Dynamics-ის ჯგუფი გულს არასოდეს იტეხს. ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი მათი ბოლო ნამუშევრის, ჰუმანოიდ „ატლასის“ შესახებ, მაგრამ ერთი შეხედვით, ის ნამდვილად თავზარდამცემი, მაგრამ საამაყო ჩანს.

რობოტოტექნიკის ლაბორატორია Boston Dynamics-ი თავდაპირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ბიზნესი იყო, რომელიც შემდეგ Alphabet-მა შეიძინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ლაბორატორია შემდეგ იაპონურ კომპანია Softbank-ს მიჰყიდა; ეს კომპანია კი ცნობილია ადამიანის მოძრაობის მსგავსი უნარის მქომე მანქანა-დანადგარების წარმოებით.

ამ დრომდე, რობოტიკის მონუმენტური ამოცანა იყო ადამიანებისა და ცხოველების ლოკომიციაზე (შეთანხმებული მოძრაობების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობის ადამიანი გადაადგილდება სივრცეში) დაკვირვება, რათა შემდეგ ის მანქანებში გადაეტანათ. ამჯერად, ეს იაპონური ჯგუფი ამ თამაშის სათავეში მოექცა.

მათი თვალწარმტაცი და საზარელი ქმნილებების ოჯახი მოიცავს BigDog-ს — რობოტ ჯორს, რომელსაც გადაადგილება შეუძლია უსწორმასწორო ზედაპირზე, მათ შორის ტალახში და ყორეზე, პარალელურად, ზურგით შეუძლია 159 კგ ტვირთის ზიდვა.

ოჯახში ასევე შედის შედარებით პატარა ოთხფეხა მოწყობილობა, რომლის ვიდეოც ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

და ბოლოს, თქვენ წინაშეა ატლასი. ეს ჰუმანოიდი არ გახლავთ ისეთივე თვალწარმტაცი, როგორიც არის ნაო ან ისეთი გამომეტყველი, როგორიცაა „ემოციურად ჭკვიანი“ ნადინი, მაგრამ შემქმნელებმა ატლასი შექმნეს, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დინამიკური ჰუმანოიდი“.

ორფეხიანი რობოტი ბალანსისთვის იყენებს სხეულსა და ფეხებში ჩაყენებულ ტრიალის სენსორებს. სირთულეების დაფიქსირებისა და თავიდან ასაცილებლად კი მიმართავს LIDAR-ისა და სტერეო სენსორებს. მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სახე, ატლასის მოძრაობის უნარები მართლაც შთამბეჭდავია.

რობოტის ბოლო თაობა გასული წლის თებერვალში წარმოადგინეს, როდესაც ინჟინრებმა გვაჩვენეს თუ როგორ აღებს რობოტი კარს, აბაკუნებს თოვლში და ადვილად ზიდავს მძიმე ყუთებს.

ამჯერად, ატლასის ბოლო განახლებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ჯგუფმა გამოაქვეყნა მათი მიღწევების ამსახველი მოკლე კლიპი, რომელშიც ასახულია თუ რამდენად ათლეტური გახდა ჰუმანოიდი.

გარდა იმისა, რომ ატლასს მარტივად შეუძლია გადაახტეს მაღალ წინაღობებს, ასევე შესწევს ჰაერში უნარი, ჰაერში ჰორიზონტალურად დაბზღრიალდეს 180 გრადუსზე. და ბოლოს, უმთავრესი მიღწევა — შეუძლია გააკეთოს სრული სალტო, როგორც ეს ვიდეოშია ასახული:

რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა ბოლო ნამუშევრის ამსახველი ვიდეო — შინაური ცხოველის მსგავსი რობოტი:

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით