რობინ დანიგანი - ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ არ ველაპარაკებით საქართველოს მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს
ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ხშირად ხვდება საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რადგან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.
„მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება მსურს. როგორც მახსოვს, ბოლოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი 16 სექტემბერს“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.