რობინ დანიგანი – ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ არ ველაპარაკებით საქართველოს მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს

09:00, 07.10.2024

ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად ხვდება საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რადგან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.

„მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება მსურს. როგორც მახსოვს, ბოლოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი 16 სექტემბერს“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

მსგავსი