რობინ დანიგანი - ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის გადახედვას და, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გაუქმება, ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება
ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გაუქმება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
როგორც დანიგანმა აღნიშნა, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.
„ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო. სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო აშშ-სა და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია, გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – განაცხადა დანიგანმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.