რობინ დანიგანი - შვებით ამოვისუნთქეთ, როცა გაიწვიეს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება და მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული
შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გაიწვიეს და მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დანიგანის თქმით, მთავრობისგან, ცესკო-სგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან პოზიტიური ნაბიჯები დაინახა.
„ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება იქნა გაწვეული და მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკო-სგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ვიმედოვნებთ, არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.