რობინ დანიგანი - პოზიტიური თანამშრომლობა მაქვს პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა
რობინ დანიგანი - პოზიტიური თანამშრომლობა მაქვს პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

როგორც დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, იმედოვნებს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდება.

„მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა“, – აცხადებს დანიგანი.